2019-05-27 11:31:52, 903 ნახვა
პოლიტიკა
ბრაზილიაში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებში კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება განათდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ეს საქართველოს ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
„ქრისტეს ქანდაკება“ ბრაზილიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 7 ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია. შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან