|
2019-05-25 12:02:10, 938 ნახვა
საზოგადოება
არველაძე: კვლევებით დადასტურებულია, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ეკონომიკურად მიმზიდველია ორივე ქვეყნისთვის
„მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ს კონგრესმა დააფიქსირა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი - ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ აშშ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მხარს უჭერს საქართველოს როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებში. განცხადება, რომელიც მათი მხრიდან გაკეთდა, იყო თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მხარდაჭერის გამოხატვა, რადგან საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, ნამდვილად გადადგა ის ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ დაგვეახლოვებინა ორივე მხარის მიმართულება ვაჭრობის სხვადასხვა საკითხებში," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის ("Georgia Support Act") დამტკიცების შესახებ გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობას და მოუწოდებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, პროგრესი აჩვენოს ამ კუთხით. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად კანონპროექტი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის კუთხით. „ჩვენ გვქონდა და გვაქვს აქტიური კონსულტაციები აშშ-სთან როგორც ექსპერტულ, ასევე პოლიტიკურ დონეზე, სხვადასხვა სავაჭრო საკითხებზე, თუ რას აკეთებს საქართველო ვაჭრობის საკანონმდებლო კუთხით, როგორ ვავითარებთ, რა ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მიმართულებით," - აღნიშნა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული მხარის ინიციატივით ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევა იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს თავისუფალმა სავაჭრო შეთანხმებამ. აღნიშნული კვლევა უკვე გაზიარებულია აშშ-ის მხარისთვის. „აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ ხელშეკრულება ორივე ქვეყნისთვის არის ეკონომიკურად მიმზიდველი და მომგებიანი. კონკრეტულ ციფრებზე რომ ვისაუბროთ, მას შემდეგ, რაც გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, საქართველოდან ექსპორტი ყოველწლიურად მომავალი 5 წლის განმავლობაში 19%-ით გაიზრდება," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. როგორც არველაძემ აღნიშნა, დამატებით ნავარაუდევია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიტანს 180 მილიონზე მეტ ინვესტიციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნება ზრდა ტურიზმის მიმართულებით. „ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია როგორც აშშ-ს ხელმძღვანელობასთან, ასევე სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რომ საქართველო როგორც ადამიანური რესურსით, ასევე სავაჭრო პოლიტიკით სრულ მზადყოფნაშია ჩაერთოს ყოვლისმომცველ მოლაპარაკებაში აშშ-სთან. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი ("Georgia Support Act") დაამტკიცა, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურად და ეკონომიკური უმნიშვნელოვანესი საკითხებისადმი.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)