23:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 23:37:22, 530 ნახვა

საზოგადოება
00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა

30 ივნისს, 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა, რაც მტკვრის დონის მატებას გამოიწვევს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. 
უწყებაში განმარტავენ, რომ 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით,  გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა ორთაჭალჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა, აღნიშნულიდან გამომდინარე 30 ივნისს 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა. 
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. 
"ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ორთაჭალჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 1-ელ ივლისს 00.00 საათზე დაუბრუნდება", - აცხადებენ სამინისტროში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics