23:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 11:48:25, 851 ნახვა

საზოგადოება
მეღვინე ქალები საქართველოდან Women in Wine Expo-ში მონაწილეობენ

ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა „Women in Wine Expo 2019" 23-24 მაისს ნიდერლანდებსა და ბელგიაში  იმართება. გამოფენაში საქართველოდან 8 მეღვინე ქალი მონაწილეობს: „ქეთი ვაინი", „ბაიას ღვინო", „მარანი საჩინო", „მადამ ვაინი", „დემის მარანი", „ნინო მორის მარანი",  „მირანდა ჩხეტიანი" და „თამარის ღვინო".  სულ გამოფენაში 30 მეღვინე ქალი მონაწილეობს მსოფლიოს 8 ქვეყნიდან.

გამოფენა ტარდება ორ ნაწილად: პირველი ნაწილი გაიმართა ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში, მეორე ნაწილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დღეს იმართება. ამასთან, როტერდამში გამოფენის დასრულების შემდეგ, ჰააგაში, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს შენობაში, მეღვინე ქალებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს, ხოლო პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა სოფიო ყავლაშვილმა გამართა.

„Women in Wine Expo 2019"-ში ქართველი მეღვინეების მონაწილეობის ერთ-ერთი მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოა.

მსგავს გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics