12:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 17:51:05, 1268 ნახვა

კომენტარი
თურნავა მაღაროელების გაფიცვაზე: ოპერატიული მოლაპარაკება და კონსესუსი ორივე მხარის ინტერესებშია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგება.

თურნავამ აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მხარეებს მოლაპარაკებების დაჩქარებისკენ მოუწოდა.  

„პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რომ ადამიანების მოთხოვნა, რომ მათ ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეთ, იყოს დაცული და შესრულებული. ეს რა თქმა უნდა, შეეხება კვების ნორმალურ პირობებს, შრომის უსაფრთხოებას, ადგილზე სამედიცინო მომსახურების გაწევას და ყველაფერს, რაც ელემენტარული, ღირსეული შრომის პირობების შემადგენელია. სახელმწიფო თავიდანვე ჩართულია ამ პროცესებში, კერძოდ, შრომის ინსპექცია ჩართულია მედიაციის პროცესში და ისევ ვამბობ, რომ ყველაფერი, რაც შეეხება შრომის, ღირსეული და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფას,  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აქ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ ჭიათურელების მოთხოვნას, ვიქნებით შეუპოვრები და პრინციპულები. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს - ფინანსურ პაკეტს, ხელფასებს, ამასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ვიცით რომ  კომპანიას საკმაოდ სოლიდური შემოთავაზება აქვს გაკეთებული და  მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარის მონდომებით მიღწეული იქნება თანხმობა და კონსესუსი, იმიტომ, რომ ეს ჩვენი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული გიგანტი, როგორიცაა ჭიათურ მანგანუმი და რომელიც 3000 ადამიანზე მეტს ასაქმებს, მუშაობის ნორმალურ პირობებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. გაფიცულებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად ისარგებლონ მედიაციის პროცედურებით, რაც კანონმდებლობით სწორედ ასეთი ვითარების განსამუხტადაა შემოთავაზებული. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, იმიტომ, რომ ასეთი საკითხები  მხოლოდ დიალოგით გადაწყდება და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ორივე მხარის ინტერესებშია ოპერატიუალი მოლაპარაკება და კონსესუსი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, ჭიათურაში, მაღაროელები უკვე მე-7 დღეა შიმშილობენ. ისინი აცხადებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მაღაროელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics