12:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 17:06:56, 1315 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი - დავით გარეჯის ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანის შესახებ მედიით შევიტყვე, ინფორმაციას ვაზუსტებთ

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო.

მინისტრის თქმით, ხსენებული ფაქტის შესახებ მან საინფორმაციო საშუალებებიდან გაიგო და ინფორმაციის გადამოწმების პროცესშია. 

 

ზალკალიანმა ყველას ემოციური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

„ამ წუთებში ვრცელდება ეს ინფორმაცია. მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება. იცით, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად, ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო თავი შევიკაოთ ემოციური განცხადებებისგან. აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე ყველა საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენს კომისიას“,- განაცხადა ზალკალიანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics