12:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 16:10:28, 1006 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: ახალგაზრდები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა

„სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ახალგაზრდები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს  ფერმერთა  ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა  ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრარული სფერო თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში და 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული. 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ცოდნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა. 

„ბოლო წლების ტენდენციას თუ დავაკვირდებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მათთვის სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება. ფერმერობა ადვილი არაა, ფერმერს მეწარმეობის ყველა რისკთან ერთად, ბუნებრივ რისკებთან გამკლავებაც უხდება, ამიტომ ფერმერობა არის საკმაოდ რთული და ამას დიდი სიმამაცე და სითამამე სჭირდება. მადლიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად მიწევს საქმის კეთება",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) მიერ შემუშავებული წიგნის „მეცხოველეობა-მეფრინველეობა - წარმოების ტექნოლოგია“  პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის გამოცემა ფონდის „კონსტანტა“ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics