22:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 13:33:06, 1089 ნახვა

საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული კარალეთის #1 სკოლა გახდა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის -„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" - გამარჯვებული გორის რაიონის სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლა გახდა. 

მეორე საპრიზო ადგილი ჭიათურის #2 სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილზე კი რუსთავის #6 სკოლა გავიდა.  ფინალური თამაში თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართა.

პროექტის გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალმა ტიერი ბერიშვილმა დააჯილდოვეს.

პროექტის დასკვნით ნაწილში 53 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალში მოხვდნენ გუნდები, რომელთაც 2019 წლის 18 აპრილს გამართულ ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 14 და მეტი ქულა დააგროვეს. ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად შედგა. მასში მონაწილეობა 261 სკოლის გუნდმა მიიღო. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი 2015 წლიდან ტარდება და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.

ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი "რა? სად? როდის?" უძღვება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics