02:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 17:25:30, 1892 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ

იტალიის პროვინცია სიენაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ lanazione იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა, 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი ქალბატონი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გიდად მუშაობდა. 

მედიის ცნობით, ავტობუსში სულ 60 ტურისტი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ საქართველოს, ყაზახეთის, სომხეთის და რუსეთის მოქალაქეები. უბედური შემთხვევის გამო სიენასა და ფლორენციის დამაკავშირებელი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics