13:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 17:02:15, 1145 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი - მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ

„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს მთაწმინდაზე, იქაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური“ მოძრაობის რეიტინგი „ოცნების“ რეიტინგს გაუტოლდა, რაც მნიშვნელოვან წინსვლას ნიშნავს.

„მაგრად მივიწევთ წინ, გამოკითხვები ნახეთ? პირველად „ნაცმოძრაობა“ გაუტოლდა „ოცნებას“ გამოკითხვებში, სადაც ხალხი, როგორც წესი, სიმართლეს არ ამბობს, მინიმუმ გვაქვს ორმაგი უპირატესობა და ეს გაიზრდება. ივანიშვილის პირადი რეიტინგი კატასტროფულად დაბალია და ხალხს ის უბრალოდ ეზიზღება. ეს ის საფუძველია, რაზეც ასევე დადგება ჩვენი გამარჯვება. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდეგ გეგმაზე. ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც, მაგრამ მთავარი ასევე არის, თუ რას ვეტყვით ჩვენს ხალხს. ხალხი ითხოვს არგაჩერებას, ხელების ჩამოშვებაზე და დანებებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 მაისს, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის რიგგარეშე შუალედური არჩევნები ჩატარდა. ვინაიდან ამომრჩეველთა ხმების 50% ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, შალვა შავგულიძე იბრძოლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics