|
2015-06-29 18:13:38, 489 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა ხაშურში ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, ხაშურში, დევნილთათვის განკუთვნილ ობიექტებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობის რეაბილტაცია 20 ოქტომბერს დასრულდება და საცხოვრებელ ფართი 85 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, 111 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას ხაშურის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტაციის შედეგად. ობიექტის რეაბლიტაცია 2015 წლის 29 სექტმბერს დასრულდება. სოზარ სუბარი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც იმყოფებოდა, სადაც დევნილი ოჯახების აპლიკაციების მიღების პროცესი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი უკვე შეავსო 200-მდე დევნილმა ოჯახმა. ხაშურის რაიონში, ორ ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები ბინებს უპირობოდ, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე მიიღებენ, ხოლო დანარჩენი ოჯახები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განსახლდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)