11:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 16:33:01, 1060 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ ანგურიძე: კრისტინ ლაგარდის ვიზიტი მთავრობის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის ცალსახა მხარდაჭერაა

კრისტინ ლაგარდის ვიზიტი  სავალუტო ფონდის მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა,- ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის საქართველოში ვიზიტს.

მისი თქმით, კრისტინ ლაგარდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო გზავნილი გააჟღერა.

„გაცვლითი კურსის მოქნილობა და დამცავი ბუფერის არსებობა ეს არის ძალიან საჭირო ინსტრუმენტი სავალუტო პოლიტიკისას,  რადგან ჩვენნაირი ეკონომიკები, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულნი იმპორტზე, მუდმივად არიან სავალუტო რისკების ზღვარზე. ლაგარდი აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეგულაციების არსებობა, რომელიც დააბალანსებს გარე შოკებს. მისი ვიზიტი არის ცალსახა მხარდაჭერა სართაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან იმ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ბანკი და მთავრობა“,- წერს ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics