|
2019-05-20 14:52:49, 1242 ნახვა
პოლიტიკა
სანდრა რულოვსი: საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან დაიწყება და ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება
ზუგდისის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მისი თქმით, აქციები ზუგდიდში დაიწყება, ყველა რეგიონს მოიცავს და თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება. „გუშინდელი ე.წ. არჩევნების მერე, რომელიც არჩევნები კი არა, სპეცოპერაცია იყო, რომელიც თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში გრძელდებოდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, მთელს ქვეყანას გადაედება და თბილისში, შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სასახლესთან დამთავრდება. ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან, უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს, სოფელს და ქალაქს, ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი. საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, რადგან არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება და ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელო ამ ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)