|
2019-05-20 14:00:28, 853 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართულ სემინარს დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების მეტ ჩართულობასა და მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. „მესამე წელია ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს და ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაცია - გზა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია. 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია. ჩვენზე, თვითმმართველობებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და ჩვენი მხრიდან მეტი ჩართულობა იყოს. ზოგადად, ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი რომ უფრო ნათელი და სწორია, ცხადია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ არჩევანს კი იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოსთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რა სიკეთე მოიტანა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესმა ამ ხნის განმავლობაში და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ. რას გვთავაზობს ევროპა: ევროკავშირის უდიდეს ბაზარს, ბიზნესის წარმოების ახალ შესაძლებლობებს, შესაბამისად, დასაქმების შესაძლებლობას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, ხარისხის ზრდასაც. ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს ყველა სფეროში ევროპული, მაღალი სტანდარტის დაწესებას, კეთილდღეობის და სტაბილურობის ზრდას, ხარისხის განვითარებას სოციალურ სფეროში და მომსახურებაში, უსაფრთხო გარემოს, შრომის ბაზრის მოწესრიგებას, დასაქმებულთა უფლებების დაცვას და ა.შ. ამასთან, ჩვენს ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ ევროპული განათლება. წარმატებით ვთანამშრომლობთ მეცნიერებისა და ინოვაციების, ასევე, კულტურის და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სფეროში. ჩვენ უდიდესი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა წლების განმავლობაში, ახორციელებს ქვეყნის განვითარების ხელშემწყობ უამრავ პროექტს. ჩვენი სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ ევროპულ ორგანიზაციებთან და იზიარებენ მათ გამოცდილებას სხვადასხვას ფეროში. ასევე, აქტიურია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. სემინარში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. ღონისძიების მოდერატორი იყო „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ნინო ბოლქვაძე იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
(NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)