11:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 12:33:40, 1235 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სანდრა რულოვსს არჩევნების შედეგებთან შეგუება მოუწევს

„შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია“,-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სანდრა რულოვსს შედეგებთან შეგუება მოუწევს.

 „მე გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის ტელეკომპანია "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია",- განაცხადა კალაძემ.

კახი კალაძის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდად და სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა. მან ჟურნალისტების შეკითხვას, იმის შესახებ, შეეგუება თუ არა სანდრა რულოვსი არჩევნებში დამარცხებას, უპასუხა, რომ „მოუწევს“.

„ფაქტობრივად, ყველა ოლქში გაიმარჯვა პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენილმა კანდიდატებმა. მთაწმინდის რაიონშიც ლიდერობს ჩვენი კანდიდატი, არის მეორე ტური, კარგი იქნებოდა, რომ პირველივე ტურში დასრულებულიყო არჩევნები. მშვიდ ვითარებაში წარიმართა არჩევნები ყველა ოლქში, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზუგდიდში,  არეულობის შემოტანის და პროვოკაციების  მცდელობა იყო, თუმცა, რაღაც ისეთი ექსცესები არ ყოფილა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics