19:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 11:50:57, 1015 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 31%-ს ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად, რუსეთთან ახლო ურთიერთობა ურჩევნია

 „მე რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა მირჩევნია“, - ამ სიტყვებით ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI)-ის კვლევას საქართველოს მოსახლეობის 31% პასუხობს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39%-ის აზრით,  საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი მიუღებელია, რადგან ეს რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს.

გამოკითხულთა, 19% თვლის, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის. 9% ამბობს, რომ ეს არარეალისტურია/არასოდეს მოხდება. 7% ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს ავნებს. 4-4% პასუხობს, რომ „ეს საშუალებას აძლევს დასავლეთს, ჩაერიოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში", „ეს ავნებს ქართულ ეკონომიკას", „იმიტომ, რომ ეს მიუღებელია ჩემი ოჯახისთვის", "საქართველოს ამით რეგულაციების მეტი ტვირთი დააწვება“.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics