11:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 22:30:42, 1083 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუგდიდში მეორე ტური გამორიცხულია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ზუგდიდის ოლქში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. 

მან ყველას მოუწოდა, საარჩევნო კომისიას მშვიდად მუშაობის საშუალება მისცენ.

"გვაქვს არაერთი ოქმის მონაცემი, საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქმებია შემოსული, იძლევა ეს განზოგადოების საშუალებას და პრაქტიკულად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური ზუგდიდის ოლქშიც გამორიცხულია. რაც მთავარია, საარჩევნო კომისიებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მშვიდ გარემოში დათვალონ არჩევნების შედეგები, უნდა მივიდეს ეს პროცესი ბოლომდე, უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ გამოიჩინონ შესაბამისი პასუხისმგებლობა, სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ ჩარევა საჭიროების შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში სათანადოდ წარიმართება მთელი ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან მცდელობებს, არეულობა შეიტანონ ამ პროცესში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics