2019-05-19 18:30:21, 931 ნახვა
საზოგადოება
ცესკო 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძეს განცხადებით, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობით კვლავ საგარეჯო ლიდერობს.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.
კერძოდ, ოლქების მიხედვით აქტივობა ასეთია:
თბილისი - მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 26.6% ( 43908 ამომრჩეველი); საგარეჯო: 67.8% (456 ამომრჩეველი); ახმეტა: 44.1% (1220 ამომრჩეველი); მარნეული: 27.2% (99717 ამომრჩეველი); ადიგენი: 45.8% (1124 ამომრჩეველი); ზესტაფონი: 37% (54943 ამომრჩეველი); ჭიათურა: 37% (42896 ამომრჩეველი); ტყიბული: 33.9% (3563 ამომრჩეველი); წყალტუბო: 40.9 (4215 ამომრჩეველი); ოზურგეთი: 37.4 (5089 ამომრჩეველი); ზუგდიდი: 38.6 (120837 ამომრჩეველი); ხულო: 49.5 (24123 ამომრჩეველი).
ავტორი: ექსპრესნიუსი,