|
2019-05-19 17:18:03, 1261 ნახვა
კომენტარი
გახარია: მეგრელებმა ვიცით სტუმარ-მასპინძლობა - ის ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები თავიანთ ახალ მერთან დარჩებიან
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხმის მიცემის შემდეგ, იმ რეგიონებში გაემგზავრა, სადაც არჩევნები მიმდინარეობს. ამჟამად მინისტრი სამეგრელოში, სენაკში იმყოფება, სადაც მან მედიასთან საარჩევნო პროცესში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „მე დღეს დილით ადრე მივეცი ხმა მთაწმინდის არჩევნებში, შემდგომ ჩამოვიარე ყველგან, სადაც კი არჩევნები ტარდება - მარნეულიდან დაწყებული, ზესტაფონი, ჭიათურა, ახლა ვარ აქ, გავაგრძელებ ზუგდიდისკენ. ზუგდიდში პირდაპირ იმიტომ არ ჩამოვედი, რომ აქეთა მხარესაც ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. ამიტომ აქ გავჩერდით ცოტა ხნით და ახლა წავალთ ზუგდიდში. რა თქმა უნდა საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები, თუმცა არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთელ საქართველოში, ზუგდიდშიც, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში, ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება აირჩიონ საკუთარი ქალაქის მერი. ასევე, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება ზუგდიდში - ჩვენ მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)