13:47 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 14:08:02, 1279 ნახვა

კომენტარი
​მიხეილ სააკაშვილი: არავის არაფერი დაუთმოთ - ვაპირებთ ბოლომდე შევუსრულოთ ივანიშვილს [ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომხრეებს „შეტევაზე გადასვლისკენ“ მოუწოდებს. 

როგორც სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, ოპოზიცია არ მისცემს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. 

"ახლა გამოდიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წარმომადგენელი არისო ჩამოსული. მათ უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაობები, ეს ბიძინა ივანიშვილის შნირები, ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ. ეგენი არიან დამთავრებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ შეტევაზე. ყოველჯერზე გმართმევენ არჩევნებს, ყოველჯერზე აყალბებენ და ივანიშვილი ვირეშმაკობას მიმართავს. სიგარეტის კოლოფებში არიგებენ ფულს, მაგრამ მაინც აქვთ ცუდად საქმე "ქოცებს". იქ ვიღაცებს ჩანაწერები გამოუგდეს და ამბობენ, რომ იმას აპირებენ, ამას აპირებენ...დიახ ვაპირებთ, ვაპირებთ ბოლომდე შევუსრულოთ ივანიშვილს. ამას ყოველგვარი ჩანაწერების გარეშე გეუბნებით, გადმოვლენ ცემა-ტყეპაზე? - ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ძალიან არ მოეწონებათ. ნუ ჩაყვებით ივანიშვილს საფლავში. არავის არაფერი დაუთმოოთ. თუ ხელი წაუსცდათ რამეზე, ამას ისეთი გაგრძელება მოჰყვება, როგორიც ნოემბერში არ იყო. მეტი საქმე არ მაქვს ექვსი თვე ველოდო ვინმეს, დასკვნებს გააკეთებს ქართველი ხალხი და მათთან ერთად ვიმოქმედებ მეც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics