|
2015-06-29 13:44:43, 530 ნახვა
საზოგადოება
სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის ოთხდღიანი კურსი დაიწყო
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის ოთხდღიანი კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი საერთაშორისო ურთიერობის საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა მრჩეველმა ჯონ მექკალამმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას შოთა ღვინერიამ სემინარის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ლიდერიზმის გამოწვევებს, ასევე, განსხვავებებს ლიდერობასა და მენეჯმენტს შორის. სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. სემინარს ვიცე-პოლკოვნიკი ჯემი ჰართლი რიფლესი და ქრენფილდის უნივერსიტეტის დოქტორი, იფთი ზაიდი უძღვებიან. კურსის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. ტრენინგი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და ლიდერიზმის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიისა და ქრენფილდის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)