2019-05-17 18:41:22, 1118 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. მასში მრევლი და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
ტაძარში მისვლის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა და მრევლი დალოცა.
მოგვიანებით ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ეზოში კონცერტი გაიმართება.
„აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი“, - განაცხადეს საპატრიარქოში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,