|
2019-05-16 10:26:22, 848 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის შედეგად, 530 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები შეცვალა და LED განათების სისტემა დაამონტაჟა. „ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვასრულებთ. პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, დამონტაჟდა LED სანათები. გზის რეაბილიტაცია 5 000 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდა და გლდანის რაიონს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და ჭადრის 40 ნერგი დაირგო. „მორის ფოცხიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. 5 000 კვ. მეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო ახალი ტროტუარი და ბორდიური. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური განათების ქსელი დამონტაჟდა. ასევე, მიწისქვეშ განთავსდა კომუნიკაციები და შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. მომავალში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, როგორც საქალაქო სამსახურის, ასევე, გამგეობების მიერ“, - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო. ფოცხიშვილის ქუჩაზე ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე იმყოფებოდა.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)