|
2019-05-16 10:18:07, 941 ნახვა
რეგიონი
გიორგი შენგელია: ანაკლიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ
„ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება“, - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანაკლიაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. გიორგი შენგელიას განმარტებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ამ პორტში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და მუნიციპალიტეტის სწრაფი ეკონომიური განვითარება მოხდება. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის თქმით, ანაკლიაში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილია 6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება, მათ შორის საბავშვო ბაღის მშენებლობა, კაფე-რესტორნის და ხიდის რეაბილიტაცია. „საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს შევხვდით ანაკლიის მოსახლეობას და მათ იმ პრიორიტეტების შესახებ ვესაუბრეთ, რაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა. აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, აშენდება ადაპტირებული და კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, ანაკლიასა და განმუხურში ხორციელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, აღდგება ამფითეატრი, ზღვამდე მისასვლელი ბილიკები, განხორციელდება კაფე-რესტორნის და ხიდის რეაბილიტაცია. ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ კერძო სახლებისთვის მიგვენიჭებინა ნომრები, აღნიშნული პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი - ანაკლიის პორტში ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ეს პორტი ახალ პერსპექტივას გაუხსნის ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
(NS)
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)