|
2019-05-14 16:04:01, 1460 ნახვა
კომენტარი
ვლადიმერ პაპავა: გიორგი გახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში შეგვხვდა - ამას აქვს მნიშვნელობა, რადგან განსხვავებული მანდატია
გიორგი გახარია, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ექსპერტ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ის ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი. „პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ, რომ შეგვხვდა ბატონი გიორგი გახარია, არა მინისტრის რანგში, არამედ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში. ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ განსხვავებული მანდატია. ეს არ არის მხოლოდ ერთ უწყებასთან მიმართული, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან უწყებასთან, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. საბჭო უფრო კომპლექსურია. სწორედ ამიტომაც, მე - ეკონომისტი გახლდით ამ შეხვედრაზე, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი. ბუნებრივია, პირველ შეხვედრაზე ვერ იქნებოდა საუბარი ყველა თემაზე, მაგრამ იყო რამდენიმე ორგანიზაციული საკითხი. მაგალითად, მე შევთავაზე, რაც პრაქტიკულად გაიზიარა ბატონმა გიორგიმ, რომ ამ საბჭოსთან შეიქმნას სათათბირო, საკონსულტაციო ორგანო, რომელიც აპარატს, მაღალი თანამდებობის პირებს გაუწევს კონსულტაციას. ეს არ იქნება შტატის თანამშრომლები, რომლებიც თავისი გამოცდილებით, თავისი ცოდნით, თავისი კვლევის შედეგებით გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდიან და ეს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, რომ ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს უკვე დაგროვებულ ცოდნაზე. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, იყო ამაზეც საუბარი, მათ შორის ჩემი მხრიდანაც. როგორც ბატონი გიორგი შეგვპირდა, ეს თემები, შემდგომი განხილვისთვის მომზადებული იქნება და უფრო კონკრეტულად იქნება გამახვილებული მათზე ყურადღება", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
(NS)
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)