|
2019-05-14 15:39:45, 979 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო - ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის განხორციელებაში ხელს უწყობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ზრუნავს გარემოს გაუმჯობესებაზე ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის გზით. უწყების ცნობით, ნარჩენების მართვის სექტორში ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოს შექმნაში, შესაძლებლობების გაძლიერებაში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რითიც ხელს უწყობს ნარჩენების გადაყრის პრაქტიკიდან რესურსების ხელახლა გამოყენებასა და რეციკლირებაზე გადასვლას. ევროკავშირი განაგრძობს აღნიშნულ დარგში საქართველოს დახმარებას. „2019 წლის 14 მაისს ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელება. პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის შემდგომ განვითარებაში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტებში; მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების განხორციელებისა და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა; ნარჩენების შესახებ მონაცემების ინტეგრირებული მართვის ეროვნული სისტემის შექმნა. პროექტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას ნარჩენების მართვის მუნიციპალური სამოქმედო გეგმებისა და ნარჩენების მართვის სისტემაში მათი ამოცანების შესრულების კუთხით (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, სახიფათო ნარჩენები და სხვ.), დაეხმარება შესაბამის უწყებებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებაში, ხოლო დაინტერესებულ მხარეებს - აღნიშნული სისტემის პრაქტიკულად განხორციელებაში. პრო-ექტი, ასევე, ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემის შემდგომ განვითარებას და გააანალიზებს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას ცირკულარული ეკონომიკის ჭრილში, მომავალში ნარჩენების, როგორც რესურსის გამოყენების უზრუნველსაყოფად. ეს ახალი ინიციატივა საქართველოს დაეხმარება ნარჩენების მართვის დარგში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში. პროექტს ახორციელებს დანიური კომპანია NIRAS A/S. პროექტის პირველ შეხვედრაზე ხატია წილოსანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდე დარასმა, ატაშემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირების, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა, და პროექტის გუნდმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა პროექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს წარუდგინეს პროექტი და განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები. საქართველოს მთავრობამ და ევროკავშირმა 2014 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში, ხელი მოაწერეს სქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილი, ქმნის ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საფუძველს. რაც შეეხება გარემოსდაცვით სფეროს, სქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას, მათ შორის, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების შესრულებას, გარემოსდაცვით მმართველობას, ჰაერის ხარისხის დაცვას, წყლის ხარისხს და წყლის რესურსების მართვას, ნარჩენების მართვას, ბუნების დაცვას, სამრეწველო დაბინძურებას და სამრეწველო საფრთხეებს, ქიმიური ნივთიერებების მართვას, კლიმატსა და ტყეს“, - აცხადებენ სამინისტროში.
(NS)
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)