15:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 12:53:02, 1210 ნახვა

საზოგადოება
N74 ბაგა-ბაღში ახალი პროექტის - „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის N74 საჯარო ბაგა-ბაღში პროექტის - „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.

პროექტი რომელიც ცენტრ „თანადგომის“ მიერ განხორციელდა, მოიცავდა ტრენინგებსა და პრაქტიკულ მუშაობას ბავშვებთან და შემდგომ, დამოუკიდებლად მუშაობის მონიტორინგს. გაწეული სამუშაოს ამსახველი პრეზენტაცია პროექტის ხელძღვანელმა, ცენტრის დამფუძნებელმა ნანა გეგელიშვილმა წარმოადგინა და საბავშვო ბაღს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადასცა.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ნეიროპლასტიურობა სამომავლოდ საერთო სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება. 

„ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად საბავშვო ბაღებში იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავნერგოთ ბავშვის განვითარების თანამედროვე მიდგომები ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში. ნეიროპლასტიურობა არის ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო მეთოდოლოგია, რაც 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და მათ სწორ, სწრაფ და ეფექტურ განვითარებას ისახავს მიზნად. ამჯერად პროექტი საპილოტე იყო, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მისი ინტეგრირება საერთო მეთოდოლოგიაში“, - განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა თამარ ტალიაშვილმაც. კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ნეიროპლასტიურობა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ტრენინგ-მოდულშიც არის გათვალისწინებული და სამომავლოდ, ის ჩვეულებრივ სააღმზრდელო პროცესის ნაწილი გახდება.

პრეზენტაციის გარდა, ღონისძიების ფარგლებში ბაღის აღსაზრდელებმა ის აქტივობები წარმოადგინეს, რაც ამ მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული. სპეციალურად ამ პროექტისათვის, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ბაღის ეზო სახალისო თამაშებისათვის მოხატა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics