19:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 17:12:08, 350 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია: ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დარღვევის თემა უტრირებულია

სოფლის მეურნეობის  მინისტრის ოთარ დანელიას შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო  ფუნქციის  გამოყოფასთან დაკავშირებით,  ევროკავშირთან  ასოცირების შეთანხმების დარღვევის  საკითხი  უტრირებულია.

მისივე  თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე  საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს.

„პირველ რიგში საუბარია, რომ ეს არის ჯერჯერობით პირველი მოსმენა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ პროპორციულად არ უდრის იმას, რომ  მათ შეიძლება ჰქონდეთ გავლენა ან ლეგიტიმური უფლება, მაგრამ როდესაც  ვსაუბრობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე მათ პოზიცია არის გათვალისწინებული.  როგორც ვიცი მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია მათთან. ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და აუცილებლად გავითავლისწინებთ მათ რეკომენდაციებს. რა შეეხება, ევროკავშირის  ასოცირების დღის წესრიგის დარღვევას ეს ზუსტად ასე არ არის, მე მგონი გაცილებით უფრო მეტი უტრირება ხდება ამ თემის. ჯობია, რომ მუშა პროცესში ჩაერთოს ყველა, ვისაც რეალურად აინტერესებს ეს საკითხი“,-განაცხადა  ოთარ დანელიამ.

ამასთან, დანელიას განცხადებით,  პრეზიდენტის მიერ  კანონპროექტზე ვეტოს დადებას ალტერნატიული რეაგირება მოყვება.

„ მგონი დასკვნების გაკეთება,  რომ რჩევები არ არის გათვალისწინებული ამის  თქმა ჯერ ნაადრევია. დაველოდლოთ როგორ განვითარდება პროცესები. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ასევე გათვალისწინებული იყოს ის რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც საფუძვლიანი და ობიექტურია“,-აღნიშნა  დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics