14:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 11:42:43, 1268 ნახვა

საზოგადოება
ბახტაძე - შარშან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი 1 მილიონი იყო, უფრო წარმატებული ვიქნებოდით, რომ არა ფაროსანა

„შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიონი შეადგინა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიქნებოდით, რომ არა უდიდესი გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, რომელმაც განსაკუთრებით დააზიანა ეს კუთხე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგა იმისათვის, რომ წელს ეს პრობლემა აღმოიფხვრას.

"ძალიან ბევრი ფერმერი აღმოჩნდა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. სამწუხაროდ, არც საქართველოში და არც საერთაშორიოს მასშტაბით არ არსებობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის წარმატებული გამოცდილება, მაგრამ ჩვენ, ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენთან ერთად, თქვენგან მირებული რჩევებით ვფიქრობთ, რომ ჩამოვყალიბდით ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე. იცით, რომ წელს ჩვენ 10 ჯერ გავზარდეთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, სწორედ წელს იქნება გარდამტეხი წელი, სადაც თითოეული ჩვენგანი დარწმუნდება, რომ ჩვენ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics