14:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 11:10:48, 1275 ნახვა

საზოგადოება
დღეს მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

თბილისის მერიის და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 11 მაისს, მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის რიგით მეათე ფესტივალი გაიმართება. წელსვე 10 წელი სრულდება ფესტივალის დამფუძნებლისა და ორგანიზატორის - „ღვინის კლუბის“ დაარსებიდან.

ფესტივალი 12:00 საათზე ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით და მრავალჟამიერის თანხლებით გაიხსნება. ამ ქვევრში, როგორც წესი, „ღვინის კლუბის“ მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი და 19 სხვა კომპანია - სულ წარმოდგენილი იქნება 250 მონაწილე.

ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრებს ელით - კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვებგვერდი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.   

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics