13:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 16:58:42, 1395 ნახვა

საზოგადოება
დავით ზალკალიანი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საფრანგეთის და საქართველოს სამართალდამცვავ სტრუქტურებს შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგად, საქართველო უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხეს თავს აარიდებს.

მისი თქმით, გაიზრდება საქართველოში საფრანგეთის, ხოლო საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლების რაოდენობა, რათა მათ, ვინც სავიზო ლიბერალიზაციით კეთილსინდისიერად არ სარგებლობს, პროცედურების დარღვევის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. 

„ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე ჩვენი ერთერთი მთავარი მონაპოვარია, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. აქედან გამომდინარეობს ჩვენი მთავრობის მყისიერი რეაგირება ნებისმიერი სახის წუხილზე, რომელიც ჩვენი პარტნიორების, ამ შემთხვევაში საფრანგეთის, მხრიდან მოდის. მე ვფიქრობ, რომ ის ვიზიტი, რომელიც დღეს განხორციელდა, უაღრესად შედეგიანი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმებები, და დარწმუნებული ვარ, ის რაც დღეს   შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაანონსდა, აუცილებლად მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც თავშესაფრის მაძიებლის ზრდის სტატისტიკას თავიდან აგვაცილებს. დღეს გაცხადდა თანამშრომლობის გაფართოვება სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, ასევე გაცხადდა ახალი ინიციატივები, რაც დაკავშირებული იქნება როგორგორც ფრანგული მხარის წარმომადგენლობის გაზრდით საქართველოში, ისე ჩვენი ოფიცრების ყოფნით საფრანგეთში, რადგანაც მათ, ვინც  კეთილინდისიერად არ სარგებლობს სავიზო ლიბერალიზაციის თავისუფალი გადაადგილების პროცედურებით, არ ჰქონდეთ ამ პროცედურების დარღვევის შესაძლებლობა და ასობით ათასი ადამიანისთვის, რომელიც მართლა კეთილსინდისიერად სარგებლობს ამ მნიშვნელოვანი მოვლენით, ხელის შეშლა. ამიტომ, ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივებს, ისე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას, ხოლო სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ის ერთობლივი ქმედებები, რომელიც დაიგეგმა , მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics