13:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 14:41:43, 1318 ნახვა

საზოგადოება
Facebook-ის თანადამფუძნებელი: დროა Facebook-ი დაიშალოს [ვიდეო]

უკვე დროა Facebook-ი დაიშალოს, - ამის შესახებ Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰიუზმა განაცხადა.

ინფორმაციას New York Times ავრცელებს. 

როგორც კრის ჰიუზმა აღნისნა, ის გუნდით უკმაყოფილოა, რადგან მათ შესაძლო რისკები სათანადოდ ვერ განსაზღვრეს. 

„მარკი იგივე ადამიანი, რომელიც წლების წინ Facebook-მდე იყო. ის ისეთივეა, რგორიც იყო მაშინ როდესაც ყველაფერი იწყებოდა, როდესაც მისი მეუღლე ერთ-ერთ წვეულებაში საჭირო ოთახში რიგში დგომის დროს გაიცნო, ისეთივეა, როგორც მაშინ როდესაც გასაბერ ლეიბზე ეძინა. ამასთან, მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებიდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს - Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს. სამივე პლატფორმას მილიარდობით ადამიანი ყოველდღიურად იყენებს. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან ვიდრე მაკონტროლებლის, რადგან გადაწყვეტილების მიღების უპირასტესობა ცუკერბერგს აქვს, ფლობს რა ხმის მიცემის უფლების 60%-იან პაკეტს. მარკი ერთპიროვნულად წყვიტავს ყველაფერს, ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა New Feed-ის ალგორითმი. მარკი ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია, მაგრამ მისმა სწრაფვამ ზრდისკენ ბევრ რამე ცუდი გავლენა იქონია. გუნდით იმედგაცრუებული ვარ, რადგან მათ ვერ შეძლეს წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებდა სოციალური ქსელი არჩევნების შედეგებზე და როგორ გააძლიერებდა ნაციონალისტ ლიდერებს. ვწუხვარ იმით, რომ მარკის გარემოცვაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მის მოსაზრებებს უფრო ამყარებენ და არ ცდილობენ საჭიროების შემთხვევაში შეეწინააღმდეგონ", - აცხადებს Facebook-ის თანადამფუძნებელი. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics