|
2019-05-10 14:15:58, 1703 ნახვა
კომენტარი
ეკა გეგეშიძე - ნათია თურნავას ახალი ინიციატივა ეკონომიკური იდეების გენერირებას ხელს შეუწყობს
ორგანიზაცია "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივას სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნის შესახებ, სადაც ეკონომიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება-დაფიქსირება შეეძლებათ. ეკა გეგეშიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე მიმართულებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. „აქამდე ჩატარებული რეფორმების დიდი ნაწილის შემუშავებაში საქართველოს ეკონომისტ-მეცნიერები ნაკლებად იყვნენ ჩართული, არადა, სწორედ მათი მოსაზრებებია მნიშვნელოვანი საქართველოს თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობისას. ისინი ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს მდგომარეობას, ხოლო უცხოელი ეკონომისტების მიერ ერთჯერადად თავსმოხვეული ინიციატივები ძალიან ხშირად მარცხით მთავრდება“, - განაცხადა ორგანიზაცია "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ეკა გეგეშიძის თქმით, ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიანი რეფორმების დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე ახალი იდეების გენერირებას ეკონომიკური ზრდის პროექტებისათვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)