12:29 - 20 Apr, 2026
|
2015-06-27 11:37:08, 569 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ქვეყანა ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ საფრანგეთის, ქუვეითისა და ტუნისის ხალხებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)