13:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 11:41:50, 1018 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობის ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

„ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს  გამარჯვების დღეს და პატივს მივაგებ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.

ვაფასებ ყველა იმ ვეტერანის ღვაწლს, რომელთა შორის აფხაზეთის მკვიდრნიც მრავლად არიან. მათ თავიანთ მხრებზე გადაიტანეს ომის მთელი სიმძიმე და დღეს, ამაყნი, ვალმოხდილნი, გამარჯვებულნი დგანან  საკუთარი ქვეყნისა და  კაცობრიობის  წინაშე. ჩვენი ვალია, მათი თავდადება და გმირობა სათანადოდ იყოს დაფასებული  და  მაგალითს წარმოადგენდეს მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ვაკის პარკში  იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics