|
2019-05-09 10:32:50, 1633 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: 9 მაისი განსაკუთრებული დღეა - საქართველომ ამ ომში ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე განსაკუთრებით მიულოცა ვეტერანებსა და მათ ოჯახებს და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. "დღეს განსაკუთრებული დღეა კაცობრიობის ისტორიაში - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და განსაკუთრებით - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვსნის წინაშე", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაური უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)