|
2019-05-08 18:20:42, 1868 ნახვა
ეკონომიკა
წიაღის სექტორში ბიზნესგანწყობის კვლევის შედეგების განხილვა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, მაია ზავრაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო კვლევის შედეგების განხილვაში, რომელიც საკონსულტაციო კომპანია PMO Business Consulting-მა ჩაატარა. კვლევის მიზანს სამთო-მოპოვებით მრეწველობაში არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მარეგულირებელ ჩარჩოში არსებული გასაუმჯობესებელი საკითხების გამოვლენა წარმოადგენდა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ წიაღის ინდუსტრიის, ასევე პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც შეხვედრაზე ითქვა, USAID-ისა და პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა ეხება საქართველოს სამთო-მოპოვებით სექტორში არსებული მდგომარეობის აღქმას საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბიზნესის მიერ (Business Perception Survey of the Mining Sector). კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ხელს შეუწყობს სექტორის მიმზიდველობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე, ინვესტიციების სტიმულირებასა და ეკონომიკური სარგებლის ოპტიმიზაციას. აღსანიშნავია, რომ სამთო-მოპოვებით სექტორში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული მარეგულირებელი პრაქტიკის არსებობა. ამ კუთხით საქართველოში არსებითი ცვლილებები ხორციელდება. ამასთანავე გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემო, პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციის არარსებობა ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის საერთაშორისო ინვესტორთათვის ნდობის გაზრდის კუთხით. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ ყურადღება გაამახვილოს გეოლოგიურ მონაცემთა ბაზის დახვეწასა და ინფორმაციულ სრულყოფაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს წიაღის სექტორში გეოლოგიური რუკების შედგენასა და გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. დღეისთვის საქართველოში წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისათვის მიმდინარეობს ძირეული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)