15:52 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 11:13:46, 1685 ნახვა

სამართალი
საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია იმყოფება

 „საქართველოში ვიზიტით იმყოფება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია“, - ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, ვიზიტის მიზანია, ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს სასამართლოს საქმიანობის შესახებ.

„საქართველოში ვიზიტით იმყოფება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია. ვიზიტის მიზანია, ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს სასამართლოს საქმიანობის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტიც არის, რომ  საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვახორციელებთ არაერთ საინფორმაციო კამპანიას და  ცნობიერების ამაღლების ღონისძიებას და, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსთან მათი შეხვედრის თემაც სწორედ ეს არის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჰააგის სასამართლოსთან, მათ შორის, ამ კომპონენტში, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული იყოს ჩვენი საქმიანობა; ჩვენი შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა წრესა თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ, იყოს მაქსიმალურად სასარგებლო − ერთი მხრივ, ინფორმაცია ჰქონდეთ როგორც მთავრობისგან, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ პროცესში და რა ეტაპზეა ჩართული და, მეორე მხრივ, უშუალოდ   პირველადი წყაროსგან, ამ შემთხვევაში სასამართლოსგან, რომელიც თვითონ წარმართავს ამ პროცესებს − პერიოდულად მიაწოდოს ხოლმე საზოგადოებას ინფორმაცია“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics