10:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 10:55:30, 1097 ნახვა

საზოგადოება
დავით ქაცარავამ ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან ერთად დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირება დაიწყო

დავით ქაცარავამ მის მიერ დაარსებულ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-სთან ერთად დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირება დაიწყო.

ქაცარავა აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მოქალაქეებს დავით გარეჯის მიმართულებით გადაადგილებას შეუზღუდავენ, სამოქალაქო მოძრაობის წევრები მათ ხელს შეუშლიან.

„გადავწყვიტეთ, რომ მშვიდობიანი სამოქალაქო პატრულირება დავიწყოთ, რომელიც, ბუნებრივია,  მხოლოდ იმ მარშრუტებზე იქნება მომართული, სადაც  ტურისტები დადიან. სასწრაფოდ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო,  მაგრამ, ბუნებრივია, არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების ხარჯზე. ვგულისხმობთ იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, დავით გარეჯში თავისუფალი გადაადგილების  საშუალების შეზღუდვა,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics