|
2019-05-06 16:16:03, 1867 ნახვა
კომენტარი
საქართველოს შეიხი: ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ სასულიერო პირის დაუფიქრებელი განცხადებები 2 ერს შორის ურთიერთობას აზიანებს
სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი სასულიერო პირებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს დავით გარეჯის მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებებისგან თავი შეიკავონ. რამინ იგიდოვის თქმით, ცალკეული პირების განცხადებები სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს და მსგავსი განცხადებების ტირაჟირებით, შესაძლოა, ორ ერს შორის ვითარება დაიძაბოს. „ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ სასულიერო პირის დაუფიქრებელი და მწვავე განცხადებები, რომლებიც ემოციურ ფონზე კეთდება, აზიანებს ორ ერს შორის ურთიერთობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პოზიცია სულ სხვაა და არ წარმოადგენს აღნიშნული პირების პოზიციას. ჩვენი ქვეყნები მოძმე ქვეყნებია. შესაბამისად, მსგავსი განცხადებებისგან ყველა თავს უნდა იკავებდეს", - ამბობს სრულიად საქართველოს შეიხი. რამინ იგიდოვი აღნიშნავს, რომ საზღვრების მოწესრიგების საკითხი უახლოეს მომავალში, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. შეიხის შეფასებით, ამ პრობლემის რელიგიურ-ეთნიკური დაპირისპირების ჭრილში გადატანა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და შესაბამისად - აღნიშნული საკითხის რელიგიურ ან ეთნიკურ კონტექსტში გადაყვანა“, - აცხადებს რამინ იგიდოვი. შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, დავით გარეჯში მოსალოცად ჩასულმა მეუფე იობმა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის გამო მუსლიმების საწინააღმდეგო მწვავე განცხადებები გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)