|
2019-05-06 10:30:12, 931 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ხარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის პრეზენტაცია წარადგინეს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი რეგულაცია - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ შემუშავდა. რეგულაცია კიდევ ერთი მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ქართული პროდუქციის ხარისხის გაზრდას, მის პოპულარიზაციასა და დაცვას ემსახურება. „ტრადიციული კულტურის, ჩაის და თაფლის ფესტივალს სიმბოლურად დავამთხვიეთ ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული რეგულაციის პრეზენტაცია. ქართული ჩაი თავისი ხარისხითა და საგემოვნო თვისებებით გამორჩეული იყო და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ხარისხიანი ქართული ჩაი მსოფლიო ბაზარს შევთავაზოთ. ქართული თაფლი კი, ის პირველი ცხოველური პროდუქტია, რომლისთვისაც ევროკავშირის ბაზარი ღიაა და რომელიც საკუთარი ნიშას მალე დაიკავებს. რაც შეეხება ახალ რეგულაციას, ხარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს. ასევე ხარისხის ნიშნის მინიჭება და მისი დაცვა უზრუნველყოფს დამატებითი ღირებულების შექმნას, აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას, ხელს უწყობს აგროტურიზმის განვითარებას, სოფლის გაძლიერებას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, სანდოობის და ექსპორტის ზრდას’, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ ითვალისწინებს საქართველოში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდირების, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის, მათი დაცვის სამართლებრივ/ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის და ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული სურსათის პოპულარიზაციის უზრუნველყოფის საკითხებს. ხარისხის ნიშნის შემქმნელი მარკეტინგული საბჭოს მიერ, რომელსაც სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყებაში შემავალი სამსახურების წამყვანი სპეციალისტები და საქპატენტის ექსპერტები წარმოადგენდნენ, უკვე განსაზღვრულია თერთმეტი კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი (საჭიროების შემთხვევაში, ახალი ნიშნები შეიქმნება), ესენია: „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ „ტრადიციული პროდუქტი“ „ქართული ხარისხი“ „ბალახით ნაკვები“ „ხელით დამზადებული“ „მთის პროდუქტი“ „ტყეში ნასუქი“ „პირდაპირი დაწურვის წვენი“ „ბიოპროდუქტი“ „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“. სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება. ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების შემდეგ საწარმო და თვით პროდუქცია ექვემდებარება მუდმივ კონტროლს მონიტორინგის გეგმის შესაბამისად და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)