15:54 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-04 13:27:28, 1688 ნახვა

სამართალი
მეხანძრე-მაშველებს გერმანელმა ინსტრუქტორებმა კახეთში სწავლება ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის დანაყოფის 31 მეხანძრე-მაშველს​ რესპირატორული დაცვის საშუალებების გამოყენებისა და მოვლის საკითხებზე თელავში სამდღიანი თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა. ტრენინგს თელავთან დამეგობრებული ქალაქიდან - ბიბერახიდან მოწვეული გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სწავლების მიზანი მეხანძრე-მაშველების ​კვალიფიკაციის ამაღლება და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება იყო. ტრენინგი ბიბერახის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ტრენინგის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ბიბერახის პარტნიორი ქალაქების განყოფილების უფროსი საბინე ენგელჰარდტი, ბიბერახის საკრებულოს წარმომადგენელი რაინერ ეტცინგერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

რამდენიმე წელია თელავისა და ბიბერახის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიაში ღონისძიებები მუდმივად ტარდება.
 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics