08:22 - 22 Apr, 2026
|
2019-05-04 10:46:40, 1153 ნახვა
რეგიონი
ზაურ დარგალი: სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
მიმდინარე წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა სადახლოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, სოფელ სადახლოსა და თაზაკენდში გარე განათება მოეწყობა, სოფელ ხულდარაში დაგეგმილია სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, სოფელ მოლაოღლში ხიდისა და შიდა გზის მოასფალტება, სოფელ ბურმაში კი შიდა გზები მოიხრეშება. ასევე დასრულდება სადახლოს სასმელი წყლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. ამომრჩეველთან შეხვედრების შემდეგ, მერობის კანდიდატი სადახლოში ოჯახებს ესტუმრა და მათი საჭიროებები გამოიკითხა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)