2019-05-03 12:00:44, 1239 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით.
ამასთან, „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მოძრაობა შეჩერებულია.
„ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება.
რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან