17:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 18:36:27, 1929 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი გახარიას - თქვენი ხელისუფლების სახით, რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად, ან საიმედო პარტნიორები

„სერიოზული შიში გამიჩნდა, რომ თქვენი სახით, ზოგადად თქვენი ხელისუფლების სახით, რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად საქართველოში, ან ძალიან საიმედო საყრდენი პარტნიორები“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამადაშილმა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თავად ქმნის კრიზისულ მდგომარეობას, რათა შემდეგ გიორგი გახარიამ ვითარება განმუხტოს და საზოგადოებას „ცხენზე ამხედრებული რაინდის სახით მოევლინოს“.

„თქვენი კარიერის შემადგენელი ნაწილი როგორც ჩანს არის შემდგომი სვლის გაკეთება, შეიქმნას კრიზისი, ეს კრიზისი შექმნათ თქვენ, თქვენს დაქვემდებარებში  მყოფმა ადამიანებმა, შემდეგ ეს კრიზისი განმუხტოთ და მოევლინოთ ქართულ საზოგადოებას ცხენზე ამხედრებული რაინდის სახით, სტაბილურობის გარანტად. როგორც ჩანს ესე ესახება თქვენს პოლიტიკურ პატრონს, ბატონ ბიძინა ივანიშილს თქვენი გზა პრემიერ-მინისტრობისკენ. დღეს როდესაც გისმენდით ამ დარბაზში, უკვე არა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ ადამიანს, რომელმაც გადაიბარა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და იმის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს ჩვენს სახელმწიფოში, ძალიან სერიოზული შიში გამიჩნდა, რომ თქვენი სახით, ზოგადად თქვენი ხელისუფლების სახით, რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად საქართველოში, ან ძალიან საიმედო საყრდენი პარტნიორები, იმიტომ რომ ქვეყანა იწვის ცეცხლის ალში, მიმოიხედეთ გარშემო, რა ხდება დავით გარეჯში, გაიხედეთ რა მოხდა პანკისის ხეობაში და დაუკვირდით განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ ქვეყნის მთავარსარდალი, თქვენი პრეზიდენტი და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი. ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელისუფლება გვესაუბრება რუსეთის პროპაგანდის გზავნილებით და ამ დროს თქვენ მოდიხართ პარლამენტში, მთელ დღეს ატარებთ ისე, რომ ვერც ერთ შეკითხვას პასუხს ვერ სცემთ, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას. უხერხულია იმის გაცხადება, რომ ესა თუ ის საკითხი თქვენს კომპეტენციაში არ შედის ბატონო მინისტრო, იმიტომ რომ დღეს ყველა საკითხი რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას, ოკუპაციის ხაზთან არსებულ გამოწვევებს, რომლებზეც დღეს თქვენ საერთოდ არ გისაუბრიათ. ახალ რანგშიც ბევრჯერ მოგიწევთ პარლამენტში მოსვლა, თუმცა იმედია მომზადებული პასუხებით მოხვალთ მომავალში“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics