18:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 13:17:50, 1765 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი: ჩატარებული 10 საერთაშორისო სპეცოპერაციიდან, 166 დამნაშავე დავაკავეთ

პარლამენტის „მინისტრის საათის“ ფორმატში, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში წარმოადგინა.

გიორგი გახარიამ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ნაწილში სამინისტროს მიღწევებზე ისაუბრა.

„საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში, მინდა მოგახსენოთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს პოლიციის ატაშეების ქსელს. წელს ჩვენ დაგვემატა რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩაატარა 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის 10 კანონიერი ქურდი, ქართული წარმომავლობის. ეს გახლდათ 21 ღონისძიება ჩატარებული, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“,  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics