|
2019-05-01 17:46:18, 1212 ნახვა
რეგიონი
შუახევში პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის წარდგენა გაიმართა
შუახევის რესურსცენტრში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგენა გაიმართა. წიგნში აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი და ტერმინოლოგიური „დივერსიები“ ქართველი ერის დასანაწევრებლად. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ქართველთა დედაენისა თუ კულტურის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
წიგნის შესახებ ისაუბრა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ. ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მიეღო პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რესურსცენტრის თანამშრომლები და სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)