06:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 12:43:20, 1243 ნახვა

საზოგადოება
ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ჩხუბის მიზეზზე დეპუტატები არ საუბრობენ და პროვოკაციის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

"ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ  დეპუტატად წოდებული ზაზა პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას არ ვაპირებ.ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, რა გაუკეთებია ? მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატია. ერთი მთაწმინდელი მანახეთ, ვინც იტყვის, რომ ერთი სადეპუტატო უფლებამოსილება შეასრულა. რა უნდა მომხდარიყო, ჰკითხეთ თავად მას", - აცხადებს ნიკა მელია.

ზაზა პაპუაშვილი, თავის მხრივ, დაპირისპირების მიზეზებზე სასაუბროდ ნიკა მელიასთან გვამისამართებს.

"თავად მას ჰკითხეთ. მაგის საკრიტიკებელი ვინ არის? რამ გამოიწვია და რაც არის და ვინც არის ნიკა მელია, მიკროფონებთან საუბარი რა საჭიროა, არ იცით,  ვინ არის? გამოიწვია ის, რომ ეს მომხდარიყო, მიკროფონები და კამერა, რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს ასეთი უზრდელობის და უტაქტობის გამო, პროვოკატორია ჩვეულებრივი, მეტი არაფერი. არჩევნები ახლოვდება და რაღაც თემების აწევა უნდა" , - განაცხადა პაპუაშვილმა.

"რაღაც თემებზე" პაპუაშვილი არ საუბრობს. ის ადასტურებს, რომ იყო როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური  დაპირისპირებაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics