18:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 19:09:00, 1492 ნახვა

კომენტარი
იზორია: ტოტალური თავდაცვის სისტემის ეფექტიანად განხორცილებით გავაკეთებთ ყველაფერს

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქვეყნის დაცვის საყოველთაო ვალდებულებას, რომლის ორგანიზებაც ტოტალური თავდაცვის სისტემის ფარგლებშია შესაძლებელი.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ გზაზე მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხი, რომლის საუკეთესო მაგალითი იყო 2018 წელს წარმატებით ჩატარებული უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2018“.

„განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობით ჩვენ 2018 წლის მიწურულს პირველად ჩავატარეთ დიდგორის სწავლება, რომელიც გამოირჩეოდა უწყებათშორისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხით და ტოტალური თავდაცვის სისტემის ეფექტიანად განხორცილებით. როგორც წელს, ისე მომავალ წლებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით, გავაკეთებთ ყველაფერს მთავარი ვალდებულების - სამშობლოს დაცვის ვალდებულების საყოველთაო ორგანიზებისა და მობილიზებისთვის”, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics