|
2019-04-30 16:19:03, 1113 ნახვა
რეგიონი
რუსუდან შავაძემ ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა
შუახევში, ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნა. პროფესიული დღე ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ღონისძიებას ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები, ნორჩი მკითხველები, კულტურის ცენტრისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ გაეცნო შუახევის ბიბლიოთეკის ისტორიას დაარსებიდან დღემდე და ამ დარგში მოღვაწე ბიბლიოთეკარებს.
კულტურულ ნაწილში მონაწილეობდა ანსამბლი ,,ნაი“ და უჩამბის, ჭვანის, ზამლეთის საბიბლიოთეკო განყოფილებისა და შუახევის ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები. რუსუდან შავაძემ და კულტურის ცენტრის დირექტორმა მაკა მაკარაძემ ბიბლიოთეკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის ბიბლიოთკარებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების დასასრულს დასახელდნენ ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველებიც. შუახევში პირველი ქოხ- სამკითხველოები უჩამბაში, ოლადაურში, შუბანში, ტაკიძეებში, გოგაძეებში, ქიძინიძეებში, მაწყვალთაში, დღვანში, ბარათაულში, ნიგაზეულში და ნაღვარევში გაიხსნა, ხოლო რაიონული ბიბლიოთეკა - 1953 წლის 6 აგვისტოს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)